|
2017-02-25 17:57:24, 949 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია აშშ-ის კონგრესის დელეგაციას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმასპინძლებს
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ აშშ-ის კონგრესის დელეგაცია კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხარესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწვდის ინფორმაციას. კონგრესმენები SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმენენ პრეზენტაციას. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც გამართეს შეხვედრები.
(NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)