2017-02-25 10:01:52, 1679 ნახვა
საზოგადოება
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
დღეს, 25 თებერვალს, 9:15 საათზე, თბილისში და ქუთაისში პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშა ერთდროულად დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან