17:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 19:50:22, 1517 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს

საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს, - ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"ა.წ. 24 თებერვლიდან საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებებს გააკეთებს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე", - წერია ვებ-გვერდზე.

აღნიშნული ინფორმაცია თავად დეკანოზმა ჟურნალისტებს დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე რჩება. მას არ შეუცვლია მამა მიქაელ ბოტკოველი, რომელიც პატრიარქის მდივანი იყო და საპატრიარქოს სახელით განცხადებებს აკეთებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics