|
2017-02-23 18:53:19, 2216 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქთან ჩემი გადადგომის საკითხზე არ მისაუბრია
მამა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ბოტკოველმა „ექსპრესნიუსს“ დაუდასტურა. თუმცა, ის ამ ეტაპზე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს: „შემდეგ ვისაუბრებ ამ საკითხებზე, ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამეძიებით, ახლა არ მაქვს ამის განწყობა და სურვილი, ვისაუბრო ამ საკითხებზე“,-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. მან არც პატრიარქის დაცვის უფროსის ბრალდებასთან დაკავშირებით ისურვა კომენტარის გაკეთება და აღნიშნა, რომ ყველაფერს ერთად უპასუხებს. „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე-პატრიარქს რა პოზიცია აქვს მის გადადგომასთან დაკავშირებით, ბოტკოველი ამბობს, რომ ილია მეორესთან ამ საკითხზე არ უსაუბრია. ამასთან, მიქაელ ბოტკოველი დღეს მამალაძის ადვოკატების პატრიარქთან შეხვედრას არ ადასტურებს: „არა, პატრიარქი შეხვდა წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს“,-აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა. გარდა ამისა, მამა მიქაელ ბოტკოველი არ საუბრობს, შეხვდება თუ არა პატრიარქი გიორგი მამალაძეს. „არ განხილულა ეს საკითხი, ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ“,-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. ასევე, ბოტკოველისთვის უცნობია, დაიკითხება თუ არა მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი: „ინფორმაცია არ მაქვს, განვაცხადე, რომ თუ იქნება ასეთი სურვილი, ქალბატონი შორენა მიიღებს მონაწილეობას“,-ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)