2017-02-22 20:07:52, 1550 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოში დავით ნარმანია მივიდა
საპატრიარქოში თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა.
მერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დავით ნარმანიას მისვლამდე საპატრიარქოში დღეს ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი იმყოფებოდნენ. ირმა ჭკადუას განცხადებით, მას წინა დღეს პირადობა დარჩა და წამოსაღებად მივიდა.
ასევე, საპატრიარქოში იმყოფებოდა საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანიაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან