2017-02-22 11:47:44, 1294 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერთან შეხვედრას ითხოვს
საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვს.
ინიციატორებს 13 დეპუტატის ხელმოწერა უკვე აქვთ.
რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს დეპუტაციის 1/5-ის მოთხოვნის შემთხვევაში, მერს კანონი შეხვედრას ავალდებულებს.
ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გაცემაზე შეკითხვების დასმას აპირებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან