2017-02-21 18:20:43, 1407 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 23 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
23 თებერვალს ასევე გამოქვეყნდება ცნობარის ელექტრონული ვერსიაც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოსცა, რომლის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან