|
2017-02-21 13:04:12, 2153 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მიტროპოლიტი ვახტანგ ახვლედიანი: რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე
ცურტაველი მიტროპოლიტის ვახტანგ ახვლედიანის განცხადებით, ის რაც დღეს ეკლესიაში ხდება, არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქი კარგად არის, ყველაფერი გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. „პატრიარქი ჩამობრძანდა და მინდა მივიდე ვნახო როგორ არის. რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინაშე. მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის, ის დაბრუნდა. ყველაფერი გაირკვევა, დალაგდება და ყველას თავისი ადგილი ექნება ამ ქვეყანაში. დაველოდოთ გამოძიებას, ნუ უსწრებთ მოვლენებს, სიმართლე არ დაიმალება, სიმართლე ყოველთვის იზეიმებს. ძალიან გთხოვთ, სენსაციებზე ნუ დადიხართ, გაუფრთხილდით ჩვენ ქვეყანას, გაუფრთხილდით ეკლესიას. ეს არის ერთადერთი ეროვნული, რაც ჩვენ გვაქვს და არ გვინდა ეს სენსაციები ავაგოთ რაღაც კომპრომატებზე“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა. ჟურნალისტის კითხვაზე - სჯერა თუ არა მას გამოძიების, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი რაღაცის სჯერა ზოგი რაღაცის არა. „ნუ გახადეთ მამა გიორგი მოწამე, ის არის რიგითი სასულიერო პირი,როგორც ყველა. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა ყველაფერი",- განაცხადა მიტროპოლიტმა ვახტანგმა. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯელობენ. შეხვედრას სასულიერო პირები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)