15:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 12:22:52, 1111 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო დარწმუნებულია, საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადებში ამოქმედდება

ჯანმრთელობის, შრომის და სოციალურ საკითხთა მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საპენსიო რეფორმა დათქმულ ვადებში ამოქმედდება.  

როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმის პირველი ეტაპის დაწყების ვადად 2017 წლის სექტემბერი განისაზღვრა. 

„რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ეს ვადა ძალაშია. რა თქმა უნდა აქ საჭირო იქნება კანონში ცვლილება. ვფიქრობ, სექტემბრამდე საკმარისი ვადა იქნება იმისათვის, რომ ყველა დეტალი გავლილი იქნას და მჯერა, რომ ეს რეფორმა ამოქმედდება დათქმულ ვადებში“, - აღნიშნა ადვით სერგეენკომ.

ინფორმაციისთვის, იგეგმება დაგროვებითი საპენსიო მოდელის ამოქმედება, რომელიც ნებაყოფლობითია.
თანამონაწილეობის პრინციპი  შემდეგი იქნება: მოქალაქე საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანს განახორციელებს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2 % გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანი შენატანი იქნება 6%, რომელიც არ დაიბეგრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics