15:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 11:48:10, 1059 ნახვა

საზოგადოება
მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

მდინარე მტკვრის უპრეცედენტოდ მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. გატარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

მდინარე მტკვარი სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდება  წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. განხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება, ის ხე-მცენარეები კი, რომლებიც გამხმარია, ან მტკვრის ჯებირს აზიანებენ, მოიჭრება. სამუშაოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, ასევე, შსს-ს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, მათ შორის ალპინისტები არიან ჩართულნი. 

მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები პერმანენტული ხასიათისაა და რამდენიმე დღეს გასტანს. ჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. გაწმენდითი სამუშაოები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს - ორთაჭალის ჰესის მიმდებარედ და მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ გზაჯვარედინთან (რესტორანი „აფხაზეთი“-ს მიმდებარედ). საგზაო შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს. დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელსაც შსს და მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. 

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics