2017-02-20 19:00:37, 1630 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა საპატრიარქოში ილია მეორე მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოინახულა.
პრეზიდენტი პატრიარქს საპატრიარქოში შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ილია მეორე ბერლინიდან სამშობლოში დაახლოებით 1 საათის წინ დაბრუნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან