2017-02-20 18:05:05, 1299 ნახვა
საზოგადოება
თბილისის აეროპორტში პატრიარქის დასახვედრად სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან.
პატრიარქი სამშობლოში ბერლინიდან თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოვა.
უწმინდესთან შესახვედრად აეროპორტში სასულიერო პურები, მრევლი და საზოგადოების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
აეროპორტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან