|
2017-02-20 16:49:37, 2244 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირმა ნადირაშვილი: შოთაძემ დიდი ალბათობით მტკიცებულებები გააყალბა და საზოგადოება შოკში ჩააგდო
"მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ინაშვილის განცხადებით, "უდიდესი სიბრიყვეა" "ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე არც ერთი თანამდებობის პირი არ უნდა გადადგეს. „უდიდესი სიბრიყვეა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე არც ერთი თანამდებობის პირი არ უნდა გადადგეს და არ უნდა დაისაჯოს იმ ქმედებებისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს შოთაძე, რომელმაც დიდი ალბათობით მტკიცებულებები გააყალბა და საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის სიბრიყვე და არა მიზანმიმართული ხელის დაფარება შოთაძეზე. ვთვლი, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციები და უმრავლესობაც შემოგვიერთდება და ხელს მოაწერს გადადგომის მოთხოვნას”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)