|
2017-02-20 14:40:17, 1019 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციას შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით< შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით განახორციელა. ნოდარ კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCFTA-ის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნას, ამასთან საქართველო მიმზიდველი სავაჭრო პარტნიორი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც. როგორც თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ასევე შესაძლებელია სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, რასაც ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მერძევეობის და მეცხოველეობის, კერძოდ ჯიშობრივი გაუმჯობესების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. თურქეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს გაუზიაროს ის დიდი გამოცდილება, რაც ამ მიმართულებით აქვს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოდან თურქეთში ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის ექსპორტის საკითხები. შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სურსათისა და კონტროლის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირისა და საგარეო საქმეთა ურთიერთობების გენერალური დირექტორატის, თურქეთის საქონელწარმოების ასოციაციის და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)