|
2017-02-20 13:23:56, 2085 ნახვა
კომენტარი
ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერში ირაკლი მამალაძის გარდა 3 ადამიანი მონაწილეობს
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ერთ-ერთი მოწმის ირმა ჭკადუას განცხადებით, ფარულ ჩანაწერში, რომელიც პროკურატურას აქვს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის გარდა 3 პირი მონაწილეობს. "რაც მე ვნახე, იქ არის მძიმე საუბრები, შინაარსზე ვერაფერს გეტყვით. ასევე ვერაფერს დავადასტურებ ავთენტურობასთან დაკავშირებით. თუ კი გასაჯაროვდება ჩანაწერები, მერწმუნეთ კითხვები აღარ იქნება."-ამბობს ადვოკატი. როგორც ჭკადუამ აღნიშნა, ჩანაწერში მონაწილე კიდევ 3 პირიდან ჟურნალისტი არავინაა, თუმცა არიან თუ არა ისინი სასულიერო პირები, ამაზე საუბრისგან ადვოკატი თავს იკავებს. ცნობისთვის, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს. მამალაძე ამბობს, რომ მასალებში საუბარია პატრიარქის ან მისი გარემოცვის წევრის მკვლელობაზე. ხოლო, კონკრეტულად ვის ეხებოდა ეს გეგმა, მამალაძის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)