|
2017-02-20 12:31:46, 1287 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის მიერ სხვადასხვა უწყებებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაუსვა კითხვა, რომელიც მოსამართლეების შესაძლო ზეწოლას უკავშირდებოდა. ამასთან, დეპუტატმა გვენეტაძეს სთხოვა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია მის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით: „უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საუბარია, რომ მოსამართლეებზე არის უპრეცედენტო ზეწოლა. მგონი ისტორიაში პირველად, ხმამაღლა საუბრობენ მოსამართლეები, რომ მათზე ხორციელდება ზეწოლა. მე მაინტერესებს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რატომ დღემდე არც ერთი საჯარო განცხადება არ გააკეთეთ ? და მეორე - მართლა ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი რაც მოსამართლეებს უკავშირდება არის ოპოზიციის ბრალი? თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საქმეში ჩართულია სუს-ი ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით. ასევე ძალიან მაინტერესებს თუ იცით ბატონი ჩინჩალაძე, ეს არის თქვენი მოადგილე. ეს ადამიანი მთელი 8-9 წლის განმავლობაში, საყვედურობდით და ხშირად სამართლიანად ხელისუფლებას, რომ სასამართლო იყო დაქვემდებარებული პროკურატურას და სწორედ ბატონი ჩინჩალაძე იყო და არის ადამიანი, რომელიც არი გაგრძელება პროკურატურის, ოღონდ ახლა უზენაეს სასამართლოში. ყველა უკანონ დავალებას ასრულებდა ბატონი ჩინჩალაძე და ის დღესაც არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და დღესაც აკეთებს ზუსტად იგივეს. ქალბატონო ნინო, ეს მინიმუმ დისკომფორტს არ გიქმნით?“, - მიმართა მელიამ ნინო გვენეტაძეს. მელიას კითხვას უმრავლესობის დეპუტატი ფატი ხალვაში გამოეხმაურა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, „რუსთავი 2“-ის თემით მანიპულირებისგან თავი შეიკავონ, რადგან მისი თქმით, ტელეკომპანიის დახურვას არავინ აპირებს. „ვინმემ ოდესმე თქვა, რომ „რუსთავი 2“ უნდა დავხუროთ, ან შეწყვიტოს მაუწყებლობა? რატომ აპელირებთ დახურვაზე და რატომ გინდათ მოსახლეობას მიაწოდოთ ცრუ ინფორმაცია. ეს ტელეკომპანია თქვენს ხელში იყო როგორც პოლიტიკური იარაღი, კერძო პოლიტიკური პარტიის და დღესაც აგრძელებთ ხალხზე ძალადობას და სიცრუის მიწოდებას. არავინ არ აპირებს „რუსთავი 2“-ის დახურვას“, - განაცხადა ხალვაშმა. მისი განცხადების შემდეგ დეპუტატები შეკამათდნენ. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ნიკა მელიას მოუწოდა თავი შეეკავებინა დამატებითი განცხადებებისგან და დაეცვა რიგითობა. „ყველას უნდა მიეცეს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება. ეს არ არის ზრდილობა“,- მიმართა ნიკა მელიას სოფო კილაძემ.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)