2017-02-20 11:45:03, 1244 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი გაჩნდა
თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საკვამურში გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
„ხანძარი 20-30 კვადრატულ მეტრზე იყო. ადგილზე ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობს, დაშავებული არავინ არ არის. ხანძრის ლიკვიდაციაც უახლოეს ხანში მოხდება“,-განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან