2017-02-20 09:36:43, 1604 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი ბერლინიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.
უწმინდესი გერმანიის დროით 11-საათზე (საქართველოს დროით 14:00სთ.) ბერლინიდან წამობრძანდება, თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში 17:30სთ-ზე ჩამოფრინდება.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. პატრიარქს ლაპარასკოპიული მეთოდით ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან