2017-02-19 15:21:07, 1196 ნახვა
საზოგადოება
დიანა ჯოჯუა: შეჩვეულები ვართ ბრძოლას და არ დავიღლებით, მაგრამ დადგა დრო, გადამწყვეტი სიტყვა საზოგადოებამ თქვას
”შეჩვეულები ვართ ბრძოლას და არ დავიღლებით, მაგრამ დადგა დრო, რომ გადამწყვეტი სიტყვა საზოგადოებამ უნდა თქვას „,-ასე მიმართა „კურიერის“ წამყვანმა დიანა ჯოჯუამ თბილისის პარლამენტთან შეკრებილ „რუსთავი2“-ის მხარდამჭერეს:
„ თუ გაგვაჩუმებენ ჩვენ, აღარ იქნება ფანჯარა, რომელიც თქვენს ხმას გააგონებს საზოგადოებას. ერთიანობა და თანადგომაა საჭირო. ჩვენ ერთად ბოლომდე დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას. ამ ქვეყანაში მედია არ შეიზღუდება. გვინდა თავისუფალ საქართველოში ცხოვრება”,- განაცხადა ჯოჯუამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან