2017-02-18 20:22:12, 1590 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ხვალ, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი რუსთაველის გამზირზე დაანონსებული "რუსთვი 2"-ის აქციაა. მოძრაობა შესაძლებელი იქნება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებზე.
ცნობისთვის, ხვალ, 14:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან