07:51 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 17:07:08, 1825 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე „რუსთავი 2“-ზე: საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ და საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია. 

მისივე თქმით, მედიის თავისუფლება გარანტირებულია.

„რუსთავი 2"-ის საქმეა სასამართლოში და ერთად უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას და ამისათვის აჟიოტაჟი, დესტაბილიზაციის მცდელობები თუ საზოგადოებაში დაძაბულობის შემოტანა, ნაკლებად ეფექტურია. მაუწყებლობის პროტესტის ნიშნად გათიშვა არ ემსახურება იმ მაყურებლის ინტერესს, რომელსაც სურვილი აქვს „რუსთავი 2"- ს უყუროს” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. შესაბამისი გადაწყვეტილება საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიამ გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მიიღო. 

რამდენიმე დღის წინ, არხის დირექტორმა გვარამიამ განაცხადა, რომ კვირას ტელეკომპანიის თანამშრომლები არხის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქციას 14:30 საათზე მოაწყობენ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics