2017-02-18 14:59:28, 1276 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა
საბურთალოზე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა და გადაბრუნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" წინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქადაა დაშავებული.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან