13:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 12:00:25, 1063 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება

ბერილინის კლინიკის მთავარი ქირურგის მარტინ შტრიკის განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. 

როგორც ექიმმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა, ილია მეორე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას კლინიკიდან ორშაბათს გაწერენ.

"პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. მას ორშაბათს გავწერთ. ამ დროის მონაცემებით ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს საუკეთესოდ გრძნობს", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. პატრიარქს ლაპარასკოპიული მეთოდით ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics