13:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 10:36:48, 1382 ნახვა

საზოგადოება
ექიმი - დეკანოზი გიორგი მამალაძე გონების დაკარგვის დიაგნოზით შემოიყვანეს

ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კლინიკაში გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

როგორც ლაზარაშვილმა განაცხადა, პაციენტის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არ არის გონების დაკარგვის პირველი შემთხვევა. 

მისივე ინფორმაციით, პაციენტზე დაკვირვება დინამიკაში მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია დღის 12:00 საათზე გავრცელდება. 

ლაზარაშვილი თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურია და ის კონტაქტურია. 

ცნობისთვის, დეკანოზი ე.წ. მატროსოვის ციხიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics