12:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 17:43:41, 1261 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე - მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აღარ აიკრძალება

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში ჩამოყვანა აღარ აიკრძალება.

როგორც ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული მანქანაბის განბაჟება გაძვირდა და შესაბამისად, რაოდენობა მათი რაოდენობა შემცირდა. 

"პარლამენტმა დეკემბერში მიიღო "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, რამაც, გარკვეულწილად, გააძვირა განბაჟება და შეამცირა ის რისკები, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა და მარცხენასაჭიანებს გაუთანაბრდებოდა. შესაბამისად, ჩვენ უფრო მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები, უბრალოდ, ვისაც უღირს ამ ფასად შემოყვანა, შემოიყვანოს", - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კონულტაციები თითქმის დასრულებულია.

შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის პირველადი ვარიანტიდან, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ერთი წლის წინ შევიდა, ის მუხლი გაუქმდება, რომელიც მარჯვენასაჭიანების იმპორტს კრძალავდა. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, ძალაში რჩება ქულათა სისტემა, მართვის მოწმობის შეჩერება და უკონტაქტო პატრულირება.

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტრო 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი მთავრობის სხდომაზე დაუჭირეს და ინიციატივა განსახილველად პარლამენტს გადაუგზავნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics