01:57 - 25 Jul, 2026
|
2017-02-17 15:19:03, 2098 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: მამა გიორგი მამალაძეს ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს
ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეს განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს კარგად იცნობს და მას ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს. „პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის. მას დედა ეკლესიის წინაშე ბევრი სიკეთე და დამსახურება აქვს. სულიერი შეფასებით, შეიძლება ორი შემთხვევა განვიხილოთ. ერთი - აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში, ან მეორე, ეს დაშვებული განსაცდელია და მასზე ცილისწამება სულის საცხონებლად ეყოფა“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, რომ ილია მეორე მამა გიორგი მამალაძის დაკავებას გამოეხმაურა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მას მამა გიორგისგან კარგის მეტი არაფერი მოსმენია და უნახავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)