|
2017-02-17 15:20:10, 2326 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ახვლედიანთან შეკითხვების უმეტესი ნაწილი პირადი საუბრის უნებართვოდ მოპოვება-გავრცელების საკითხს ეხებოდა
გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის განცხადებით, მამუკა ახვლედიანისთვის დასმული შეკითხვების ნაწილი უშუალოდ პირადი საუბრის უნებართვოდ მოპოვება-გავრცელების საკითხს შეეხებოდა. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. „შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა სწორედ იმ ნაწილს, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ გამოძიების ეტაპზე გამოძიება ვალდებულია საქმე გამოძიოს ყოველმხრივ მათ შორის ნებისმიერ დანაშაულზე, რაც შესაძლოა იკვეთებოდეს აღნიშნულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე. შეკითხვები შეეხებოდა შინაარსობრივ მხარესაც, თუმცა შეკითხვების უმეტესი ნაწილი შეეხებოდა უშუალოდ პირადი საუბრის უნებართვოდ მოპოვება-გავრცელების საკითხს. ამ ეტაპისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს აღნიშნულ საქმეში არცერთი პირის მიმართ, მომავალთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა მტკიცებულებების მოპოვება მოხდება და ვის მიმართ“,-აღნიშნა მარიამ გოგორელიანმა. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში, მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)