|
2017-02-17 14:49:29, 2046 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე: სიბრძნე არც ეკლესიაშია და არც ხელისუფლებაში
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ე.წ მატროსოვის ცოხეში მამა გიორგი მამალაძის სანახავად იმყოფებოდა. როგორც მეუფე პეტრემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ეკლესია და ხელისუფლება ერთად დიდ შარსა და სკანდალში გაეხვივნენ. "მადლობა ღმერთს, ჩემი პროგნოზი და ეჭვები შეიძლება ითქვას თითქმის გამართლდა, 100%-ით. ძალიან დიდ სკანდალსა და შარში გაეხვია ეკლესია და ხელისუფლება ერთად. ვფიქრობდი, როდესაც გამოვდიოდი, როგორ შეიძლებოდა შემეფასებინა ეს მდგომარეობა და გამახსენდა ერთი ჭეშმარიტება. ხშირად ჩემი მისამართით ამბობენ ხოლმე ამას, წინა ხელისუფლებისთვისაც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ ხოლმე. ბრძენი ადამიანი არასდროს არ ჩაიგდებს თავს განსაცდელში, წინასწარ განჭვრიტავს რომ აირიდოს თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი. ჭკვიანი ადამიანი კი ცდილობს, რომ არსებული მდგომარეობიდან და შექმნილი პრობლემიდან იპოვოს კარგი გამოსავალი. რამდენადაც ჭკვიანია, იმდენად ახერხებს გამოსავლის პოვნას. ახლა მთავარია ჭკუა აღმოაჩნდეთ. ვხედავთ, რომ სიბრძნე არც ეკლესიაშია და არც ხელისუფლებაში", - განაცხადა მეუფე პეტრემ საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)