|
2017-02-17 12:18:52, 2013 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ბევრს ვერ წარმოუდგენია, პატრიარქი რატომ არ საუბრობს პროკურატურის ენით
„ბევრს ვერ წარმოუდგენია პატრიარქი რატომ არ საუბრობს პროკურატურის საბრალდებო დასკვნის ენით“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ პატრიარქის განცხადებას. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „მოცემულობაა ის, რომ ადამიანი დაკავებულია გერმანიაში ციანიდის წაღების მცდელობაზე, სადაც პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა". "პატრიარქი სხვა ენით და მესიჯით ლაპარაკობს, საზოგადოებაზე სხვა კუთხით ზრუნავს. ბევრს ვერ წარმოუდგენია პატრიარქი რატომ არ საუბრობს პროკურატურის ენით ან განგებ ითხოვს დიდი ხარისხის დაძაბულობას. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ადამიანი დაკავებულია, რადგან მას ციანიდი მიჰქონდა გერმანიაში იქ სადაც პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა, თუ რას ნიშნავს ეს მოცემულობა ამას გამოძიება იტყვის", - აღნიშნა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას გუშინ გამოეხმაურა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)