05:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 12:09:24, 2734 ნახვა

მსოფლიო
თავდაცვის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია

თავდაცვის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველის პოსტი, მაიკლ ფლინის სკანდალური გადადგომის შემდეგ, ვაკანტურია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა აღნიშნული პოსტი 60 წლის ვიცე-ადმირალ რობერტ ჰარვარდს შესთავაზა, თუმცა მან თანამდებობაზე უარი თქვა.

თეთრი სახლის წარმომადგენელის ცნობით, ჰარვარდმა თანამდებობაზე უარი ოჯახური და ფინანსური მიზეზების გამო თქვა, თუმცა ამერიკული მედია განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მედია წერს, ჰარვარდს "თავისი ხალხის მოყვანა" სურდა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

ვიცე-ადმირალ ჰარვარდის გარდა,  თავდაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის პოსტზე ყოფილი გენერლები დევიდ პეტრეუსი და კიტ კელოდი განიხილებიან.

ცნობისთვის, 72 წლის კელოგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანია Oracle-ის კონსულტანტია, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს.

პეტრეუსი კი, 2012 წლამდე ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობდა. პეტრეუსს თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ჟურნალისტს, პოლა ბროდუელს, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა, საიდუმლო მასალები გადასცა. ამის შემდეგ პეტრეუსს ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს, რომლის ვადა ჯერ არ ამოწურულა.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ფლინმა, რომელიც პრეზიდენტის მრჩეველის პოსტს იკავებდა, თანამდებობა 14 თებერვალს დატოვა. გადადგომის მიზეზი ის გახდა, რომ ფლინი აშშ-ში რუსეთის ელჩს სანქციების შესაძლო გაუქმების თაობაზე ესაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics