|
2017-02-16 18:52:20, 1927 ნახვა
კომენტარი
ლიკა საჯაია: თუ კომისია ამ იდეებს მხარს დაუჭერს, მივიღებთ პრეზიდენტს, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ ექნება
საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტისთვის რიგი უფლებამოსილებების შეკვეცის ინიციატივა გაჟღერდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტის ეკა საჯაიას განცხადებით, თუკი ამ იდეებს კომისია მხარს დაუჭერს, ქვეყანას ეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ ექნება. "ის იქნება მხოლოდ ფორმალური ფიგურა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, საერთოდ რა საჭიროა ამ ინსტიტუტის არსებობა და რა საჭიროა, რომ სახელმწიფომ უამრავი თანხა ხარჯოს ამ ინსტიტუტის შენახვაზე? საპარლამენტო რესპუბლიკა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ გვყავდეს პრეზიდენტი ყველანაირი ფუნქციის გარეშე, იმედია ამ იდეას საბოლოოდ მხარდაჭერა არ ექნება, რომელიც თავისთავად არის ძალთა დაბალანსების და ამ ინსტიტუტის საწინააღმდეგო",-განაცხადა ლიკა საჯაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)