2017-02-16 14:37:09, 1170 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი პატრიარქის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში მივიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში მივიდა.
პრემიერი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.
ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში დაგეგმილზე ადრე ჩავიდა. ხვალიდან იგი ბერლინში ოფიციალურ ვიზიტს დაიწყებს.
შეგახსენებთ, 13 თებერვალს ბერლინის კლინიკაში ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან