|
2017-02-15 16:40:51, 1356 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში შეხვედრებს მართავს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ლიტველ კოლეგასთან რაიმუნდას კარობლისთან უკვე გამართა. ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რაიმუნდას კარობლისმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმირების პროცესი და მზაობა გამოხატა, ლიტვამ კიდევ უფრო გააღრმავოს ორმხრივი თანამშრომლობა ქართულ მხარესთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. მინისტრებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაზეც იმსჯელეს, რომელშიც ლიტველი ექსპერტი ანალიტიკური მიმართულებით 2015 წლის აგვისტოდან აქტიურ როლს ასრულებს. ლევან იზორიამ სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში საქართველოს ჩართვა თავდაცვის სფეროს განვითარების ახალი და ეფექტური მექანიზმი გახდება. დღესვე დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა რუმინელ კოლეგასთან გაბრიელ-ბენიამინ ლესთან, სადაც განხილვის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება იქნება. მინისტერიალის მეორე დღეს კი, ლევან იზორია მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც თავდაცვის მინისტრების ფორმატში გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებების, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) და ახალი ინიციატივების განხორციელების პროცესი, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. „საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელთანაც კომისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ამის დიდი პატივი გვაქვს, რათა წარვადგინოთ ჩვენი რეფორმების შესახებ ინფორმაცია, მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებისგან, პოლიტიკურად კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი მზაობა და მოტივაცია, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ეს რეფორმებიც სწორედ ამას ისახავს მიზნად. მინისტერიალის ფარგლებში გვექნება ექვს ქვეყანასთან ორმხრივი შეხვედრები. უკვე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრთან, იგეგმება რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რომელთანაც განსაკუთრებულად საინტერესო თემაა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ალიანსის შტაბ-ბინაში ხვალ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან კენეთ ჰენდელმანთან, ასევე თურქ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებთან. (NS)
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)