|
2017-02-15 14:27:16, 851 ნახვა
რეგიონი
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ინიციატივით, წნორში პროექტი - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ განხორციელდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ინიციატივით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის ახალგაზრდებისთვის პროექტი - „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ - განხორციელდა. პროექტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მხარდაჭერით, „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის“ (FLEX) კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი მიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა შეისწავლეს პროექტის წერისა და მისი განხორციელების შესაძლებლობები. პროექტი ქალაქ წნორის სოციალური საწარმოს - „ცოდნის კაფესთან“ თანამშრომლობით რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასასრულს კი, კონკურსით გამოვლენილი საუკეთესო მცირე პროექტი წნორში არსებულ შშმ ბავშვთა დღის ცენტრში ჩატარდა. ახალგაზრდებმა შშმ თანატოლებს უამრავი საჩუქარი მიუტანეს და საინტერესო თემებზე ისაუბრეს. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდულ პროგრამებს/პროექტებს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახორციელებს. მისი მიზანი ადგილობრივ ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებაა. ქალაქ წნორში ახალგაზრდული პროექტები „ცოდნის კაფეში“ ტარდება.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)