22:54 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 12:51:05, 1409 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, დღეს ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალური შეტევა მიიტანოს ტელეკომპანიაზე და მის ხელმძღვანელზე.

„დღეს ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალურად მიიტანოს შეტევა რუსთავი2-ზე, მის ხელმძღვანელზე, ჟურნალისტებზე იმისთვის, რომ გეგმა, რომ ხელში ჩაიგდონ რუსთავი2, ბოლომდე მიიყვანონ. სწორედ ამის ნაწილი  არჩილ თალაკვაძის დღევანდელი  ბრიფინგი  და დაბარება გვარამიასი“,-განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, ოპოზიციას მიაჩნია, რომ თუ გვარამიას ბრალს წაუყენებენ, „ეს უმრავლესობას საკმაოდ ძვირად დაუჯდება“.

„მათი მთავარი საქმიანობის მიზანი არ არის ქვეყნის წინსვლა და გამარჯვება. მათი მთავარი მიზანია საკუთარი ინტერესების დაცვა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, შსს-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების თაობაზე, გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics