10:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 18:09:53, 1401 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოს კლინიკის თანამშრომლების ნაწილს მოწამვლის ვერსიის არ სჯერა

საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც სასულიერო პირები და კლინიკის ფინანსური დირექტორი ესწრებოდნენ.

სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების ნაწილი მედიასთან არ საუბრობს, ნაწილს კი, პატრიარქის მოწამვლის მცდელობის არ სჯერა.

ფინანსური დირექტორის ვეფხია ოდიშარიას თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, რომ მამა გიორგის რაიმე ბოროტული ზრახვები ჰქონოდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

უწყების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე, გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. აეროპორტში დაკავებისას, მას "ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics