10:29 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 16:45:58, 1139 ნახვა

საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ “ბავშვთა სამყარო"-ში ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შეგროვილ თანხას, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე  გადაანაწილებენ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:

ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002

ს.ს. ,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602

ს.ს. ,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608

მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.

საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან - ,,მაგთიდან", ,,ჯეოსელიდან", ,,ბილაინიდან" - შემდეგ ნომერზე 0 901 901 959

ზარის ღირებულება 1 ლარია.

სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ  თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics