|
2017-02-13 16:45:09, 1171 ნახვა
საზოგადოება
ბერლინის კლინიკის ქირურგი - პატრიარქი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება
ბერილინის კლინიკის ქირურგის განცხადებით, პატრიარქი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება. როგორც ექიმმა აღნიშნა, პატრიარქი რეაბილიტაციას საქართველოში გააგრძელებს. "ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში დაველოდებით და ამის შემდეგ შევძლებთ დამატებიტ დეტალებზე საუბარს. მოხარულები ვართ, რომ ოპერაცია კარგად გადაიტანა. ვფიქრობ, რომ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს დარჩენა შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნებას შეძლებს და რეაბილიტაციას იქ გააგრძელებს", - განაცხადა ქირურგმა. ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქს ოპერაცია ბერილინის კლინიკაში, თბილისის დროით 11 საათზე ჩაუტარდა. ცნობისთვის, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ ილია მეორე გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)