|
2017-02-13 15:38:08, 1210 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ღია კონკურსს აცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ღია კონკურსს აცხადებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობებისა და დიპლომატიური სამსახურის რეზერვის შევსება შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. „დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს, რეზერვში ყოფნის პერიოდში ახორციელებდეს ანაზღაურებად საქმიანობას სხვა დაწესებულებაში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის დრო ითვლება დიპლომატიური სამსახურის სტაჟში. დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ყოფნის მაქსიმალური ვადა 3 წელია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უზრუნველყოფს დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარ შესაძლებლობებს მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ვადებისა და პროცედურების, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)