|
2017-02-13 14:30:37, 1197 ნახვა
საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქციის 5 მონაწილე დააკავეს
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერ აქციაზე, რომელიც დედაქალაქის მერიის წინ მიმდინარეობს, აქციის ხუთი მონაწილე დააკავეს. პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორგანიზებული აქცია, მერიასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ვითარება მას შემდეგ კიდევ ერთხელ დაიძაბა, როდესაც აქციაზე გელა ჩოხელი მივიდა. გელა ჩოხელი, ის პიროვნებაა, რომლის საკუთრებაშიც ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა. ჩოხელი ცდილობდა, აქციის ორგანიზატორებისთვის აღნიშნულ საქმეზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა მხარეებს შორის საუბარი დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო. "ექსპრესნიუსი" აქციის მონაილეების დაკავების ფაქტს არკვევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)