09:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 12:27:46, 1032 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო სექტორი კონსტიტუციაში „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით გამოდის

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, სამოქალაქო სექტორი გამოდის ინიციატივით, საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციური გარანტია, რათა მან საზოგადოების პოლიტიკურ კულტურული და სოციალური პრობლემები გადმოსცეს და თავისუფალი იყოს სახელმწიფო და კომერციული გავლენისგან.

„კონსტიტუციურ დონეზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეთა უფლება გარანტირებული, რომ ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავისუფალი იქნება სახელმწიფო და კომერციული გავლენებისგან და რომელიც გადმოსცემს პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ პრობლემებს. მიუხედავად იმისა, ვისთვისაა მისაღები მისი გაშუქება და ვისთვის არა. ანუ პარლამენტს დაავალდებულებს, რომ შექმნან შესაბამისი კანონმდებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ეს კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა არაა კონსტიტუციური ვალდებულება და შეიძლება არ გვქონდეს ხვალ თუ ამ ან სხვა უმრავლესობას მოუნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics