|
2017-02-10 18:06:21, 1985 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოფო კილაძე ოპოზიციას: ვახტანგ გომელაური იმდენად წესიერია, რომ თქვენც ვერაფერს ამბობთ მის პიროვნებაზე
„ვენდობი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს, ნამდვილად პატივს ვცემ ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც იმდენად წესიერია, რომ თქვენც ვერაფერს ამბობთ მის პიროვნებაზე“,-ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ საპარლამენტო ოპოზიციას. კილაძის თქმით, საქართველო დემოკრატიული გზით მიდის და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას ვერ შეძლებს. „ჩემო ძვირფასებო ძალიან კარგად ხვდება საზოგადოება რასთან აქვს საქმე. მე გაგახსენებთ ერთ ძალიან კარგ მაგალითს. როდესაც მეორე არჩევნები დადგა „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე, მეორე არჩევნებზე მოგიწიათ თქვენ გაყალბება და ეს არახალია. ამაზე მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, მთელი დასავლური საზოგადოება საუბრობდა. ჩვენს შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვედით და ეს არის ყველაზე დიდი დადასტურება იმისა, რომ ნამდვილად გვენდობა საზოგადოება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ნდობა ბოლომდე გავამართლოთ. დღევანდელი პროექტი სწორედ ამის დადასტურება არის. მე ვენდობი ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებს და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლა 24 საათიან რეჟიმში ქვეყნის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებებს იცავს. ნამდვილად პატივს ვცემ უსაფრთხოების სამსახურის უფროს ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელიც იმდენად წესიერია, რომ თქვენც ვერაფერს ვერ ამბობთ მის პიროვნებაზე და საერთოდ ვერაფერს ვერ იძახით მასზე. მე მჯერა იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება მიდის დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს გზით და თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უკან დაბრუნდეს ისევ წარსულში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც წარმოდგენილია დღეს იქნება ის ოქროს შუალედი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების მაქსიმალურ დაცვას, რომელიც შეესაბამება აბსოლუტურად იმ დასავლურ სტანდარტებს, რომელიც მოქმედებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში“,-განაცხადა სოფო კილაძემ.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)