08:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 16:43:38, 743 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური სისტემის ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე სპეციალურ სასწავლო პროგრამას გაივლიან

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში, საქართველოში პირველად, ფსიქიატიული ექთნებისთვის სასწავლო პროგრამა მუშავდება, რომლითაც პენიტენციური სისტემის ექთნები გადამზადდებიან.

გადამზადების პროგრამის პირველადი ვერსია, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავა, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს   სფეროს ექსპერტებმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს,  საქართველოს ექთანთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ასევე, მიწვეულმა პრაქტიკოსმა ექიმებმა და ექთნებმა. 

„ფსიქიატრიული ექთნები ფსიქიკური დაავადების მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შესაბამისად, გადაწყდა სპეციალური პროგრამის შემუშავება საქართველოს პენიტენციური სისტემის ექთნებისთვის, რათა მოხდეს მათი როლის გაზრდა ფსიქიკური პრობლემების მქონე   ბრალდებულების/მსჯავრდებულების საჭიროებების გამოვლენის, მათი მოვლის, მკურნალობის და საჭიროებებზე მორგებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით. კურსის საშუალებით ექთნები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო მიიღებენ შესაბამის ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელიც  მათ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირების მართვასა და მოვლაში დაეხმარებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ექთნების გარკვეული ჯგუფი შეირჩევა, რომლებიც ტრენერთა ტრენინგს გაივლიან“, - აცხადებენ სამინისტროში.

პროგრამის განხილვასთან დაკავშირებული შეხვედრა პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” - ფარგლებში გაიმართა, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ნაწილია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics