08:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 14:48:35, 1140 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავი 2-ს ვერ წაგვართმევენ“ – უზენაეს სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციას მართავს.

აქციაზე პარტიის წევრები, ორგანიზაცია „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები და „რუსთავი 2“-ის  მხარდამჭერები იმყოფებიან.

ადგილზე ისმის შეძახილები: „რუსთავი 2 ჩვენია“, „ვერ წაგვართმევთ”, “ივანიშვილო შენამდეც მოვალთ”, “დამთავრდა უშეღავათო შეტევა” და სხვა.

“ჩვენ მოვედით აქ, რათა გავაგებინოთ ყველას, რომ თავისუფალ სიტყვაზე ხელის აღმართვა არ შერჩება არავის. არ დავემორჩილებით არაფორმალურ მმართველობას, ივანიშვილის რეჟიმს. აქ მყოფი თითოეული ადამიანი არის არა მხოლოდ „რუსთავი 2– ის” მხარდამჭერი, არამედ არის სიტყვის თავისუფლების დარაჯი”,– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციაზე სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სხვადასხვა ორგანიზაციების წამომადგენლები გამოდიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics