21:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 11:30:46, 1419 ნახვა

პოლიტიკა
ფიქრია ჩიხრაძე: უმრავლესობის ფრაქციებმა სამწუხაროდ უარი თქვეს კონსულტაციებზე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი დღეს თავდაცვის, უშიშროებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრებიან, რომელზეც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის  ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საკითხის მნიშვნელობიდან, კანონპროექტის პრობლემური საკითხებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ პირველ მოსმენამდე, სანამ პლენარულ სხდომაზე დაიწყება აღნიშნული საკითხის განხილვა, გაემართა კონსულტაციები ფრაქციებთან და მიეწოდებინა მათთვის საკუთარი მოსაზრებები.

"ოპოზიციურ ფრაქციებთან ყველასთან შეთანხმებული და დანიშნულია ეს შეხვედრები, რაც შეეხება უმრავლესობის ფრაქციებს, სამწუხაროდ, გუშინ, გვიან ღამე მათ უარი თქვეს კონსულტაციებზე", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

საკითხი დღესვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics