08:28 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 18:58:41, 911 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, სუზან კუტორს და USAID-ის მისიის  წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ  სუზან კუტორს სოფლის მეურნეობის განვითარების სტარტეგია 2015-2020 გააცნო და საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ, მიმდინარე  და დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა. ნოდარ კერესელიძემ  ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში  ექსტენციის განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით USAID-ის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ბაზრების დივერსიფიკაციის და საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის მნიშვნელობას, ასევე ევროკავშირის ბაზარზე პირველი ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის - თაფლის ექსპორტის შესაძლებლობებს. 

შეხვედრის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ USAID-ის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიაწოდა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - კუსებრი ფაროსანას შესახებ. მხარეებმა  მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, სუზან კუტორმა  ნოდარ კერესელიძეს მადლობა გადაუხდა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. როგორც  სუზან კუტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, არაერთი წარმატებულად განხორციელებული პროექტი გახდა წინაპირობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში USAID საქართველოში გეგმავს ახალი პროექტის დაწყებას, რაც   ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის კონკურენტუნატიანობის ამაღლებას.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics