|
2017-02-09 16:51:24, 1509 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ანა დოლიძესთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, კომპანია„მაგთიდან" ირაკლი მჟავანაძე და დათო ძიძიგური, „ჯეოსელიდან" კახი ლორია, ლევან გიორგაძე და თინათინ ნადარეიშვილი, „ბილაინიდან" ირაკლი ესართია, სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტიდან" კახი ყურაშვილი და გიორგი ნებიერიძე. ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვაორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტურქტურებთან, რომ ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიციამოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით. „როგორც ჩანს, ინიცირებულ კანონპროექტში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ხარვეზია. შემოდის რამოდენიმე ინოვაცია, რომელიც დასაფიქრებელია. ასევე სამწუხაროა ის, რომ არავინ გაიარა კონსულტაცია კავშირგაბმულობის კომპანიებთან, მანამ სანამ მოხდებოდა კანონპროექტის ინიცირება. ჩვენ გვსურს სერიოზული და ფართო მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა, თუ პარლამენტში, შემოთავაზებულ, ფორსირებულ რეჟიმში მოხდებაამ კანონპროექტის განხილვა, ეს შეზღუდავს ხარისხიანი მსჯელობის საშუალებას კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებზე", - განაცხადა ანა დოლიძემ. 6 თებერვალს კი, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უკვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)