2017-02-09 15:27:34, 2794 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა - რამდენიმე ადამიანი დაშავდა
საფრანგეთში, ქალაქ ფლამანვილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადადაც ელექტროსადგურზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, რადიაციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგან ატომური სადგურის რეაქტორები არ დაზიანებულა.
შემთხვევის ადგილას მეხანძრეები და ექიმები მუშაობენ.
ცნობისთვის, 2012 წლის 25 ოქტომბერს ფლამანვილის ატომურ სადგურზე რადიაცია გავრცელდა. მაშინ რეაქტორები გააჩერეს, თუმცა პერსონალის ევაკუაცია არ მომხდარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან