|
2017-02-09 13:42:03, 2714 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
Miami Herald: 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორმა, ბარაკ ობამას წერილი მიწერა
ამერიკის შეერთებულ შტატებში 18-გვერდიანი წერილის ნაწილი გამოქვეყნდა, რომელის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორმა ჰალიდ შეიჰ მუჰამედმა ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას გაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Miami Herald-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ჰალიდ შეიჰ მუჰამედს ამერიკის ხელისუფლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტექრატქების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს და ის სასჯელს გუანტანამოს ციხეში იხდის. წერილში მუჰამედი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი თავად არის დამნაშავე 11 სექტემბრის ტერაქტებში. მისი აზრით ამერიკის ხელისუფლებამ საკუთარი საგარეო პოლიტიკის გამო შედეგი მოიმკო, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდანაშაულო ადამიანები დახოცა. ტერორისტი წერს, რომ ომი დაიწყეს ამერიკამ და მისმა "დიქტატორებმა ჩვენს ქვეყანაში". გუანტანამოს პატიმარი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას "გველის თავს" უწოდებს და ამბობს, რომ ის, იმ ქვეყნის პრეზიდენტია, "სადაც ტირანია სუფევს". გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ მას არც სასიკვდილო განაჩენის, არც სამუდამო პატიმრობის ეშინია და შეწყალებას არასდროს მოითხოვს. ტერორისტი წერილში ხშირად ალ-ქაიდას ლიდერს, ამერიკის მიერ მოკლულ ოსამა ბინ ლადენს იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ მისი პოლიტიკა ამერიკის მიმართ სწორი იყო. ჰალიდ შეიჰ მუჰამედი ობამას მიმართვაში ჩამოთვლილი აქვს ამერიკის სამხედრო ჩარევის შეთხვევები უცხოეთში, "დაწყებული ერაყიდან და ირანიდან დამთავრებული ვიეტნამით და ჰიროსიმით".
მედიის ცნობით, წერილი 2015 წლის იანვრით არის დათარიღებული. თავდაპირველად ციხის ადმინისტრაციას პატიმრის წერილის გაგზავნა არ უნდოდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში ადვოკატმა მოსამართლეს ჩარევა სთხოვა. ბრალდებულის ადვოკატი დევიდ ნევინი ამტკიცებდა, რომ მუჰამედს აქვს უფლება პრეზიდენტს მიმართოს. სამხედრო სასამართლო მას დაეთანხმა. რის შემდეგადაც, წერილი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, მოქმედ ადმინისტრაციას ცოტა ხნით ადრე გაეგზავნა. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი არ წაუკითხავს. შეგახსენებთ, რომ ამერიკაში 2001 წლის 11 სექტემბერს ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა. 19 ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. საერთო ჯამში ტერაქტის შედეგად 2,996 ადამიანი დაიღუპა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)