|
2017-02-09 11:37:23, 1825 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენი: საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ის ჟურნალისტებს არ უნდა შეეხოს
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში რეფორმა აუცილებელია, მაგრამ ის ჟურნალისტებს არ უნდა შეეხოს“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესში ჩართულია და მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. „ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ რეფორმა მაუწყებელში აუცილებელია, თუმცა ეს რეფორმა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც დღეს იქ მოქმედებენ. მაქსიმალურად უნდა იყოს მათი უფლებები დაცული. კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამების გაჩერება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საკონსტიტუციო რეფორმა, მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ზოგადად მაუწყებელს სხვა მედიისგან განსხვავებით დამატებითი ვალდებულება აქვს, კანონის თანახმად მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდოს სხვადასხვა საკითხებზე. აქედან გამომდინარე ამ ვალდებულებების შესრულება არის აუცილებელი. მე მაგალითად ვერ მოვისმინე რატომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტელე-რადიო გადაცემების დახურვა. რა თქმა უნდა კითხვის ნიშნები არსებობს, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ პროცესები კანონის ჩარჩოში წარიმართოს. ჩვენ ჩართული ვართ აღნიშნულ პროცესში და შესაბამისად იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი'', - აღნიშნა ნანუაშვილმა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)